უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ხეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღო. 1980 წელს დაბადებული ჯ.ს. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

"სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. ჯ.ს.-მ მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა."- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას).

კომენტარები