სააკაშვილი მხარდამჭერებს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მიმართავს

UNIAN

კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მიმართავს. სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი წერილში მხარდამჭერებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ კვირას დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მარშში. წერილის ფოტოს ადვოკატი რუსლან ჩარნოლუცკი საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს.

"ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე აბსურდული ბრალდებებით დამაკავა. უნდათ, რომ ამით დაგაშინონ თქვენ. არაფრის შეგეშინდეთ, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე პრეზიდენტის "იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო

კომენტარები