პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია

ბაქო, აზერბაიჯანი
Getty

2017 წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $1.34 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ამ თანხის 28% მოდის საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანა აზერბაიჯანზე. აზერბაიჯანული ინვესტიციის უდიდესი ნაწილი შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის პროექტზე მოდის. ინვესტიციებით მეორე ადგილზე თურქეთია, საიდანაც 2017 წლის 9 თვეში საქართველოში $259 მილიონი დოლარი ჩაიდო.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულის

  1. აზერბაიჯანი - $378 მილიონი, კლება წინა წელთან 12%
  2. თურქეთი - $259 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
  3. გაერთიანებული სამეფო - $175 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  4. ნიდერლანდები - $133 მილიონი, ზრდა წინა წელთან 84%
  5. აშშ - $52 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
  6. გაერთიანებული საემიროები - $51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%
  7. პანამა - $42 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%
  8. ჩინეთი - $35 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  9. ჩეხეთი - $34 მილიონი, კლება წინა წელთან 56%
  10. მალტა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის შესაძლოა შეიცვალოს. დაზუსტებული რიცხვები ინვესტიციების შესახებ 2018 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

კომენტარები