აფეთქება აშშ-ში

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

reuters

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. BBC-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, 27 წლის აკაიედ ულას "დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი მოწყობილობა" ტანზე ჰქონდა მიმაგრებული. ოფიციალური ვერსიით, ულამ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეგნებულად აამოქმედა. ის აფეთქებისას დაიჭრა. ეჭვმიტანილის გარდა, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო სამმა ადამიანმა.

"ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ - განაცხადა ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ.

ნიუ იორკში, მანჰეტენში, თაიმს სქუერთან ახლოს, ავტობუსის სადგურზე აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. პოლიციამ ნიუ იორკის მეტროს A, C და E სადგურებზე ადამიანების ევაკუაცია მოახდინა. 

Port Authority-ის ავტობუსის ტერმინალი აშშ-ის მასშტაბით ყველაზე დიდი სადგურია. ის წელიწადში 65 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. 

კომენტარები