გუშინ ჩილეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა და მილიარდერმა, სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა.
მან ხმათა 54%-ზე მეტი მიიღო, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ჩილელ ამომრჩეველთა მხოლოდ 48,5%-მა მიიღო.
ჩილეს პრეზიდენტი, სოციალისტი მიშელ ბაჩელეტი მხარს მის კონკურენტს, სოციალ-დემოკრატ სენატორს, ალეხანდრო გილერს უჭერდა.
პინიერამ გამარჯვების შემდეგ ჩილეს ერთიანობისაკენ მოუწოდა:
"ჩილეს შეთანხმებები უფრო სჭირდება ვიდრე დაპირისპირებები. მომავლის გზები გვაერთიანებს." თქვა მან.
პინიერა ჩილეს 2010-2014 წლებში მართავდა.