ავსტრალიის პოლიციამ ნარკორეალიზატორების დაკავებისას 1.2 ტონა მეტამფეტამინი ამოიღო. შემთხვევა, 19 დეკემბერს, დილით, გერალდტონის პორტში მაშინ მოხდა, როცა რეალიზატორებმა საქონელი გემიდან ხმელეთზე გადმოიტანეს. პოლიციამ ფაქტზე სულ 8 პირი დააკავა.
ოპერაცია, რომლისთვისაც სამართალდამცავები 6 თვე ემზადებოდნენ, ავსტრალიის ისტორიაში ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიის ამოღებით დასრულდა. ამოღებული მეტამფეტამინის ღირებულებამ $800 მლნ შეადგინა. ავსტრალიური მედიის ცნობით, ნარკოტოკული საშუალება რეალიზატორებს ქვეყანაში ჩინეთიდან შეჰქონდათ.
19 დეკემბრამდე ავსტრალიის პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტია 903კგ. იყო. მაშინ სამართალდამცავებმა რეალიზატორები მელბურნში დააკავეს.