ავსტრალია

პირს, რომელმაც სიდნეის მოლში თავდამსხმელის შეჩერება სცადა, ავსტრალიის ვიზას გაუგრძელებენ

yahoo.com

დამიენ გეროს, რომელმაც სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელის შეჩერება სცადა, ავსტრალია ვიზას გაუხანგრძლივებს. სავაჭრო ცენტრის კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ დამიენ გერო დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს ესკალატორთან პლასტმასის ჯოხით დაუპირისპირდა

როგორც ცნობილია დამიერ გეროს, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, ავსტრალიის ტერიტორიაზე ცხოვრების და მუშაობის უფლების ვადა 1 თვეში გასდის, თუმცა ავსტრალიის პრემიერმინისტრის ენტონი ალბანეზის თქმით, ის პირადად უზრუნველყოფს, რომ დამიენ გეროს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნას. 

"მე მივმართავ დამიენს, შეგიძლია დარჩე ავსტრალიაში რამდენ ხანსაც გსურს. მივესალმებით, რომ ის ავსტრალიის მოქალაქეც გახდეს, რაც რა თქმა უნდა საფრანგეთის დანაკარგი იქნება. მადლობას ვუხდით წარმოუდგენელი სიმამაცისთვის" - თქვა პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზმა. 

13 აპრილს სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი მოკლა და 12, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, დაჭრა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. 

კომენტარები