საახალწლო მილოცვა

ილია II: ხშირი შემთხვევაა როდესაც ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა

ბედნიერება ის არის, როდესაც ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როდესაც დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში სწერია - პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. 

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევაა როდესაც ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა. 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო

2018 წლის საახალწლო მილოცვაში ამბობს ილია მეორე.

კომენტარები