ნარკოპოლიტიკა

კალაძე: ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ

ყურადღება იქნა გამახვილებული ნარკოპოლიტიკაზე. ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას, ძალიან ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები, არსებული რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული.

თბილისის მერი კახა კალაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება, რომლის მიხედვით, "აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით".

კომენტარები