Super Bowl 2018

52-ე Super Bowl - ამერიკული ფეხბურთის ფინალი და ჯასტინ ტიმბერლეიკის შოუ

Pitchfork

გუშინ მინესოტაში, მინეაპოლისში, U.S Bank Stadium-ზე, ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურi მატჩი, Super Bowl გაიმართა. 

მატჩი Philadelphia Eagles-ის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა New England Patriots-ი 41:33 დაამარცხა. 

თუმცა, სანამ საბოლოო ანგარიში ცნობილი გახდებოდა, Super Bowl-ის მატჩის ტაიმებს შორის ტრადიციული შოუ გაიმართა. ის ამჯერად ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა დადგა. 

მან თავისი ჰიტების ე.წ პოპური შეასრულა, ასევე რამდენიმე ახალი სიმღერაც წარმოადგინა.

შოუს მთავარი ინტრიგა პრინცის სიმღერის, I Would DIe 4 U-ის ქავერი იყო, რომელიც ტიმბერლეიკმა შეასრულა. მისი სიმღერის და ცეკვის პარალელურად პროექტორით თავად პრინცის შესრულებას აჩვენებდნენ. ტიმბერლეიკმა თქვა, რომ ეს მან ლეგენდარული მუსიკოსის ხსოვნას მიუძღვნა. თუმცა, თავად პრინცის ფანებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. 


ფოტო: E! Online

კომენტარები