აშშ-ის საჰაერო ძალების ბომბდამშენმა B-52 ავღანეთში რეკორდული საჰაერო თავდასხმა განახორციელა. 96 საათის მანძილზე მან თალიბანის პოზიციებზე 24 ბომბი ჩამოაგდო.
B-52 1950-იანი წლებიდან გამოიყენება (უახლესი მოდელი 1962 წელს გამოვიდა) და ეს ბომბების ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც საჰაერო ძალების ყველაზე ძველ მოქმედ თვითმფრინავს ჩამოუდგია.
აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით სამიზნეებს დაჯგუფების საბრძოლო პოზიციების გარდა მათი შემოსავლის წყაროები და საწვრთნელი ცენტრები წარმოადგენდა.
საჰაერო დარტყმები თალიბანის მიერ გასულ კვირას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილ თავდასხმებს მოჰყვა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.