ისრაელის მიერ სირიაში ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის F-16 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ისრაელის ჩრდილოეთით მშვიდობიანად დაეშვნენ. ერთ-ერთი პილოტი დაშვებისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სირიის კონფლიქტის მანძილზე ეს ისრაელის თვითმფრინავის ჩამოგდების პირველი შემთხვევაა.
ისრაელის საჰაერო თავდასხმა მის ტერიტორიაზე სირიიდან ირანული უპილოტო დრონის შესვლას მოჰყვა.