FIFA-მ საფეხბურთო ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში საქართველოს ნაკრები 4 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მე-100 ადგილზეა.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს ერთა თასის ჯგუფში - ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას, ისინი რეიტინგში საქართველოს ქვემოთ არიან.
ლატვია - 132-ე ადგილი;
ყაზახეთი - 136-ე ადგილი;
ანდორა- 137-ე ადგილი;
რა არის ერთა თასი, დეტალურად წაიკითხეთ აქ.
FIFA-ის რეიტინგის სათავეში გერმანიის საფეხბურთო ნაკრებია. მას ბრაზილიის და პორტუგალიის ნაკრებები მოსდევს. რეიტინგში სულ 211 ქვეყნის გუნდია.