ვაგინის ვარცხნილობები პოდიუმზე - უჩვეულო კოლექცია ნიუ იორკის მოდის კვირეულზე წარმოადგინეს.
კოლექციის ავტორი სამხრეთ კორეელი დიზაინერი კაიმინია. მისი თქმით, შოუს მთავარი სათქმელი მრავალფეროვნება და ტოლერანტობა იყო. "გადავწყვიტე, წარმოვაჩინო მრავალფეროვნება, უნიკალურობა და მიმღებლობა ინდივიდუალობის მიმართ, ადამიანებისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი ვაგინის მეშვეობით". - ამბობს დიზაინერი.
კოლექციაზე დიზაინერთან ერთად თმის ცნობილმა სტილისტებმა იმუშავეს.