გომბრი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამობრუნდა და აფეთქდა. მძღოლმა საწვავით სავსე, ალმოდებული მანქანის დატოვება მოასწრო.
ხანძარს რამდენიმე ბრიგადა ებრძოდა, თუმცა ბენზინმზიდი სრულად დაიწვა.
მოხმდარზე პოლიციაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხულებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლისთვის პატიმრობის მაქსიმალურ ვადად კოდექსი 2-წლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევის გამო მაგისტრალი დროებით დაკეტილი იყო.