მედიათავისუფლება

ტვ იბერია სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობს

ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ არხზე ფინანსური დარტყმა მიზანმიმართულად ხდება, რათა ტელეკომპანიამ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით მაუწყებლობა ვეღარ გააგრძელოს.

"ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია იბერიას. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები", - განაცხადა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

კომენტარები