ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.
"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ დ.ძ. სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.
კომპანიის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.