კულტურული მემკვიდრეობა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ნამახვანჰესის ზეგავლენის არეალში ხვდება

ambioni.ge

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი მდინარე რიონზე რამდენიმე კაშხლის აშენებას ითვალისწინებს. 

კასკადის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტი სამი ნაწილისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანისა და ჟონეთის კაშხალებისგან. სამივე კაშხალი მდინარე რიონზე არსებულ ლაჯანურ ჰესსა და გუმათის ჰესს შორის არის განლაგებული. საპროექტო ტერიტორიასთან უახლოესი დიდი ქალაქი ქუთაისია.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ 2015 წელს მოამზადა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ცალკე თავი ეთმობა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "საპროექტო ტერიტორიაზე გამოვლინდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული უძრავი ძეგლის სტატუსის მიწისზედა ძეგლები, რომლებზეც შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ჰესების კასკადის მშენებლობამ". 

საპროექტო ტერიტორიის საველე კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, ექსპერტებმა რიონის ხეობის 14 დასახლებულ პუნქტში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს. 

ანგარიშის მიხედვით, ძეგლები, რომლებზეც ჰესების მშენებლობა უარყოფითად აისახება, შემდეგია: 


ფოტო: ტაბულა

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, "მოცემულ სოფლებში ჩატარებული საველე სამუშაოები ცხადყოფს, რომ იქ არსებობს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რომლებიც იმსახურებენ ურბანული ძეგლებისა და ისტორიული ტერიტორიის სტატუსს. ასეთი მონაკვეთი სულ 23-ია, მათგან 13 წყლით დასაფარ არეალში შედის. თუმცა, როგორც უწყება აღნიშნავს, "დატბორვის არეალში მოქცეული ობიექტები საჭიროებენ შემოწმებას გათხრების გამოყენებით მათი ბუნების, გავრცელებისა და შესაძლო არქეოლოგიური კვლევების მასშტაბების დასადგენად".

კომენტარები