კულტურული მემკვიდრეობა

"ბატონების" რიტუალებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ბატონების" იავნანა, ყაზბეგი.
გადაცემა ეთნოფორი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია გაფართოვდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ ექვს ტრადიციას და რიტუალს მიენიჭა:

  • ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები;
  • გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია;
  • რთვლის ტრადიცია საქართველოში;
  • მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი;
  • მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია;
  • ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში.

ნიკოლოზ აზნაურაშვილის ბრძანება 9 იანვარს გამოქვეყნდა და ძალაში უკვე შევიდა.

კომენტარები