ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა: სამხრეთთან დაახლოება ჩვენი მშვიდობისმოყვარეობის დამსახურებაა

AP

ჩრდილოეთ კორეამ დონალ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის თაობაზე დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი ჩრდილოეთ კორეის "მშვიდობისმოყვარე შეთავაზებამ" გახადა.

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა სანქციებმა და საერთაშორისო ზეწოლამ მოახდინა და ამბობს, რომ მათი მხრიდან მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯები არის იმის დასტური, რომ ოფიციალური ფხენიანი ძლიერი და თავდაჯერებულია.

"ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესანიშნავი შესაძლებლობა შემთხვევითი არ არის და ის ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის კეთილშობილი მოღვაწეობის შედეგია."

""სანქციების და ზეწოლის შედეგი" და მსგავსი ნაგავი, რასაც მტრულად განწყობილი ძალები ავრცელებენ ისეთივე უაზრობაა, როგორც ის, რომ ძაღლი მთვარეს უყეფს." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციები მომდევნო კვირას კვლავ გამართავენ შეხვედრებს, რათა კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს შორის შეხვიდრისათვის მოემზადონ.

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ გასულ კვირას გამოაცხადეს, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელბიც ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში შეჩერდა, 1 აპრილიდან განახლდება, თუმცა წვრთნები ხანგრძლივობა მოლაპარაკებების გამო ერთი თვით შემცირდება.

კომენტარები