ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

Rodong Sinmun

ჩრდილოეთ კორეამ ზღვისკენ, სავარაუდოდ, მყარი საწვავის მქონე საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. 

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რაკეტის გასროლა ფხენიანიდან, დილის 6:53 საათზე მოხდა. რაკეტამ დაახლოებით  600-650 კილომეტრის მანძილი დაფარა და კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ზღვაში ჩამოვარდა. 

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების სპიკერის, ი სუნგ ჯუნის თქმით, რაკეტის გაშვება, სავარაუდოდ, მყარი საწვავის ძრავის გამოცდასთან არის დაკავშირებული. რამდენიმე კვირის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინი დაესწრო მყარი ძრავის მქონე საშუალო მანძილის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოცდას.

მომხდარი დაგმეს იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა სამხრეთ კორეაში გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ პანიკის შექმნას ცდილობს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ მსგავს მცდელობას სათანადო პასუხი გაეცემა. 

კომენტარები