შედით კარფურში, 2,88 ლარი ღირს ერთი ბოთლი ზეთი და აღარ დამთავრდა ამ ზეთზე ლაპარაკი? ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ხორცი რა ღირს, ეს რა ღირს, ის რა ღირს. ყველაფერი ვიცი, რა რა ღირს, იმიტომ რომ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც შაბათობით და კვირაობით მიდის მაღაზიაში და ყიდულობს იმას, რაც სჭირდება ოჯახს. ერთხელ ფეისბუქზე ვიღაც წერდა, ქალბატონო გუგული, რამდენი ხანია, კვერცხი და მაკარონი არ გიჭამიათო. კვერცხიც მიჭამია, მაკარონიც და ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მე ჩემი კეთილსინდისიერი შრომით, 22 წლის ასაკიდან სულ ვმუშაობ და არასდროს ვყოფილვარ უმუშევარი, და სულ ვმუშაობ ისეთი ადგილას, სადაც ნორმალური ანაზღაურებაა. ვისაც ოჯახში განათლება აქვს მიღებული, ყველა მუშაობს. ჩვენ არ ვეკუთვნით მდიდარ ოჯახებს, მაგრამ არც ღარიბ ოჯახებს, ვართ ჩვეულებრივები.
tbl.ge/2v07
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში სიღარიბის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ამავე თემაზე
- მაღრაძე გვენეტაძეს: პერმანენტული აქციები მოქმედებს თუ არა დოლარის და ლარის მიმართებაზე?
- მაღრაძე: ცეკვა ყოველთვის მიყვარდა, მიჭირს ხოლმე რიტმს არ ავაყოლო ტანი
- მაღრაძე: კლუბში ისეთი ხმაურია, 1 საათის მერე ვერ ვძლებ
- მაღრაძე: დიეტაზე ვარ ხოლმე, დავიკლებ 2-3 კილოს, მერე დავანებებ თავს და ისევ მოვიმატებ
- მაღრაძე: უხერხულია 40-50 წლის ადამიანი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდეს