თამაზ ელიზბარაშვილი

შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

სქაი ნიუსი

შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს, ბადრი ე-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლის პირველი ნაწილი - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომლებს აგინებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს - თავში ურტყამს.

კომენტარები