ქალების უფლებები

კარლ ლაგერფელდი: თუ არ გინდა საცვალი ჩაგიწიონ, არ გახდე მოდელი, შეუერთდი მონასტერს

Highsnobiety.com

მოდის სახლების - შანელისა და ფენდის კრეატიულმა დირექტორმა, კარლ ლაგერფელდმა #Metoo კამპანიაზე და სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.

ლაგერფელდი ჟურნალ Inteview-ის კრეატიული დირექტორის, კარლ ტემპლერის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მოდელმა ტემპლერი ძალით საცვლის ჩაწევაში დაადანაშაულა

"თუ არ გინდათ, რომ საცვალი ჩაგიწიონ, ნუ გახდებით მოდელები! შეუერთდით დედათა მონასტერს, იქ ყოველთვის მოიძებნება თქვენთვის ადგილი." - თქვა კარლ ლარგერფელდმა.

ლაგერფელდის თქმით მას "ყელში ამოუვიდა" #Metoo მოძრაობა.

"სადღაც წავიკითხე, რომ ახლა საჭიროა ვკითხოთ მოდელებთ, თუ გრძნობენ თავს კომფორტულად პოზირების დროს. ეს ყველაფერი ზედმეტია." - თქვა კარლ ლაგერფელდმა.

გერმანელი დიზაინერი 1965 წლის მერე ფენდის, 1983 წლის მერე კი შანელის კრეატიული დირექტორია.

კომენტარები