ქალების უფლებები

საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მიეცათ

Sean Gallup

24 ივნისს, საუდის არაბეთში, 28-წლიანი აკრძალვის შემდეგ ქალებს მანქანის მართვის უფლება მიეცათ. 

აკრძალვის მოხნის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის სექტემბერში გამოცხადდა, მაშინ ძალიან ბევრმა ქალმა აიღო მართვის მოწმობა. მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა, თუმცა ის მაინც შევიდა ძალაში.

გუშინ, 24 ივნისის დადგომისთანავე, ქუჩაში ძალიან ბევრი მანქანა გამოჩნდა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, პოლიციელები კი მათ აჩერებდნენ და ყვავილებს ჩუქნიდნენ.

საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვა 1990 წლის შემდეგ აკრძალული ჰქონდათ.  

კომენტარები