BCG-ის კვლევა

BCG: ვანი-ხონში გამოკითხულთა 64%-ის თქმით, ივანიშვილმა მათი იმედები ვერ გაამართლა

Ipress.ge

კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევის“ მონაცემებით, ვანსა და ხონში გამოკითხულთა 62.3% ფიქრობს, რომ სიტუაცია ქვეყანაში ძირითადად არასწორი გზით ვითარდება, 31.5%-ის აზრით - ძირითადად სწორად. ვანსა და ხონში ქალაქში გამოკითხულთა უმეტესობა ძირითად პრობლემად უმუშევრობას და გზების არარსებობას ასახელებს. ვანში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა - გზებს და ფაროსანას, ხოლო ხონში სოფლად მცხოვრები გამოკითხულების უმეტესობა - უმუშევრობას და გზებს.

ამასთან, გამოკითხულთა 58.9% მიიჩნევს, რომ ფაროსანას პრობლემასთან მიმართებით ხელისუფლების რეაგირება არაადეკვატური იყო.

კითხვაზე, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი იმედები, ვანსა და ხონში გამოკითხულთა 64.1% პასუხობს, რომ "ვერ გაამართლა", 18.2% ნეიტრალურია, ხოლო 17.7%-ის იმედები ყოფილმა პრემიერმინისტრმა გაამართლა.

შპს ბი-სი-ჯი კვლევამ სოციოლოგიური გამოკითხვა ევროპული საქართველოს დაკვეთით, 2018 წლის 3-10 აპრილს ჩაატარა. კვლევის არეალი - ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების 18+ მოსახლეობა იყო. შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარდა 620 პირისპირი ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +-2%-ია.

ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში 28 აპრილს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. კენჭს ქართული ოცნებიდან იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის, ხოლო ევროპული საქართველოდან - გიგი უგულავა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა,

კომენტარები