ევროპული საქართველო

ბოკერია: გვყავს პრემიერი, რომელიც მართავს ქვეყანას, მაგრამ არ ანდობენ პარტიას

ჩემთვის მესამეხარისხოვანია (ჩემთვის და არა მედიისთვის) იმ ინტრიგების ანალიზი, რომელიც [ბიძინა] ივანიშვილის გუნდში მიმდინარეობს. ვის გაუბრაზდა ივანიშვილი, ვინ დატუქსა ან არ დატუქსა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კაცი ამ ტიპის ფიგურების მეშვეობით ჩვენს ქვეყანას მართავს და შედეგებს ჩვენ ყველა ვიმკით. ამ მოვლენებიდან ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ქვეყანაში გვყავს პრემიერმინისტრი, რომელსაც პარტიის მართვას არ ანდობენ და ის ქვეყანას მართავს. ამასთან, არიან დეპუტატები, რომლებიც გააქრეს პოლიტსაბჭოდან და პრემიერმინისტრის შემდეგ, სწორედ ისინი წყვეტენ ქვეყნის ბედს

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია. ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ბოკერიას ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ჰკითხეს. დღეს ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პოლიტსაბჭოს წევრების ახალი სია დაამტკიცეს. პოლიტსაბჭოს სხდომას წინ უძღოდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური დაბრუნება 26 აპრილს.

კომენტარები