დღევანდელი გამოსვლა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტისა იყო გაცილებით რბილი და ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე მისი ყველა გამოსვლა, რაც ამ დარბაზში მოგვისმენია ამ 5 წლის განმავლობაში. მე არ მინდა ავხსნა ამის მიზეზები. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო გამოწვეული იმ საარტილერიო დამუშავებით, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობდა თქვენ წინააღმდეგ. ომის დროს, როდესაც შეტევაზე ვიღაცა გადადის, ჯერ ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბოლოს საარტილერიო შტურმი. ამ მერე უკვე გადადის შეტევაზე ქვეითი ჯარი, ფეხოსნები. თქვენ დღეს გიტევენ ფეხოსნები, ნუთუ ამ ფეხოსნებმა შეგაშინათ თქვენ? 4-საათიანი დებატები მოითხოვეს, 4 საათის განმავლობაში თქვენ მოისმენთ თქვენს საწინააღმდეგოდ სამ რამეს: პირველი ის, რომ არ ჩამოხვედით მთიდან ბარში და არ დატოვეთ ავლაბრის რეზიდენცია, მეორე - გეტყვიან, რომ რატომ იყენებთ საკონსტიტუციო უფლებებს და რატომ ადებთ ვეტოს კანონპროექტებს და მესამე - რატომ იყენებთ ასევე თქვენს საკონსტიტუციო უფლებებს და ეწევით შეწყალების პროცესს. ეს იქნება 4 საათის განმავლობაში. არამგონია, რომ ამან შეგაშინათ.
tbl.ge/2wji
დაკოპირდა
ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე.
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშიპრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლაპრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებასაქართველოს პრეზიდენტირომან გოცირიძეერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმ
ამავე თემაზე
- დღის ფოტო: პარლამენტის ეზო პრეზიდენტის მოხსენების პარალელურად
- მდინარაძე: გუშინ პრეზიდენტი გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და დეპუტატებს
- კობახიძე: პრეზიდენტს უნდა დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია და კულტურა და ვერ მოახერხა
- კობახიძე პრეზიდენტზე: ეს იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება
- პრეზიდენტი დებატებზე: ასე შემიძლია ტელევიზორშიც ვუყურო ამ სხდომას