ვარდების რევოლუციის მოედანი

დარჩიაშვილი: ვარდების რევოლუციის სახელის გაქრობის ცდით კალაძე ძმის მკვლელთა მხარეს ხვდება

ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციის სახელის გაქრობის მცდელობით კახი კალაძე თავისი ოჯახის ტრაგედიის მომწყობების, მისი ძმის მკვლელების მხარეს ხვდება. ვთქვი ასევე, რომ ეს მისი დაუფიქრებელი ნაბიჯია და ეგებ დაფიქრდეს. მივიღე გინებები იმათგან, ვინც კალაძის ზონდერების ნაწილად მიიჩნევს თავს. კი ბატონო, თქვენი არჩევანია. გინება, თუ გული გერჩით, შეიძლება პირადად გადმომცეთ და პასუხს დაელოდოთ - აბა ქსელში თქვენზე რეაგირებებით გასვრა მეზარება. კალაძე რეაგირებს თუ არა უშუალოდ, არ ვიცი. მაგრამ თუ ის ვარდების რევოლუციის ცნებას, ღირებულებას, მიზნებს, სულისკვეთებას უპირისპირდება, ესე იგი, იქაა, სადაც ვთქვი. იდიოტებისათვის განვმარტავ: შეიძლება არ მოგწონდეს მიშა, ბაჩო, ვანო ან ვინმე კიდევ. მაგრამ ვარდების რევოლუცია მათი კი არაა, ვარდების რევოლუცია ხალხისაა, რომელმაც ამოთქვა, რომ ედუარდის სისტემა ცუდია, ედუარდის სისტემას მოსდევს მასობრივი კორუფცია და ადამიანების გატაცება-მოკვლა ფულის გამოძალვის მიზნით. ქართველებმა გავბედეთ, ეს ვთქვით და შევასრულეთ. ედუარდი გაქრა. მერე შეიძლება ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ თავად ვარდების რევოლუცია იმ სულისკვეთების სიმბოლოა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა ფურცელს. ვისაც ეს არ ესმის და შემდგომი დაპირისპირება უნდა, მისი არჩევანია.

ევროპული საქართველოს წევრი დავით დარჩიაშვილი ვარდების რევოლუციის მოედნისთვის შესაძლო სახელის გადარქმევის შესახებ. რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ თქვა, რომ მიესალმება ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევას.

კომენტარები