ავტოსაგზაო შემთხვევა

ქედაში მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები