ქართული ოცნება

დღეს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. 

ყრილობა გაიმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ყრილობის პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება. ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება. 

სიტყვით გამოვლენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები