სპეცოპერაცია კლუბებში

პარლამეტის ძველი შენობის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეების დადგმული კარვები დაშალა

Gurianews

პარლამეტის ძველი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კარვები დაშალა. კადრებში ჩანს თუ როგორ შლიან სამართალდამცავები გუშინ ღამის აქციის მონაწილეების მიერ დადგულმ კარვებს, თუმცა შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციები მას შემდეგ დაიწყო რაც სპეცრაზმი კლუბებში, ბასიანი და გალერი შეიჭრა, შემდეგ კი მსარდასაწერად შეკრებილი ადამიანები დააკავეს. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უმაღლესი პოლიტიკური თანმდებობის პირები კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირებიდან განცხადებები მხოლოდ დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კობახიძის თქმით, მსგავსი რეიდები უცხოურ ღამის კლუბებშიც მომხდარა, ხოლო კალაძის თქმით კი მომხდარის ფორმა შეიძლება "პოლემიკის საგანი იყოს". კალაძემ ასევე თქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

 

კომენტარები