კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან. ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე, შემოტანის არხები. მაგრამ, ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში. გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება, მათი სიცოცხლისთვის
სპეცოპერაცია კლუბებში
სააკაშვილი: ნარკოპოლიტიკაში გვქონდა შეცდომები, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში
tbl.ge/2x6m
დაკოპირდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ამავე თემაზე
- გახარია ბიუსტზე: დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებასაც, რომელიც დგას რუსთაველზე
- გახარია: ბასიანის სპეცოპერაციის მერე კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები შემცირდა
- დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
- "დავიწყოთ ბოდიშით" - ბასიანის სპეცოპერაციიდან 1 წლის შემდეგ თბილისში ბანერები გამოჩნდა (ფოტო)
- შსს: რეალიზატორები ახალ მომხმარებლებს არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ