ხორავას ქუჩის საქმე

ევროპული საქართველოს რომელი დეპუტატები იქნებიან საგამოძიებო კომისიაში

parliament.ge

ევროპული საქართველო დროებითი საგამოძიებო კომისიის უმრავლესობაში იქნება. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობას კომისიაში ცხრა წევრი ეყოლება - ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ოთო კახიძე, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი აბესაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და სერგო რატიანი.

დროებით საგამოძიებო კომისიას ასევე ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

კომისიას 18 წევრი ეყოლება - აქედან 2 პატრიოტთა ალიანსის კვოტით, ხოლო 7 - ქართული ოცნების.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 6 ივნისს დაამტკიცებენ. კომისია ხორავას ქუჩის საქმეს გამოიძიებს.

კომენტარები