"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 6 ივნისის დილის 09:00 საათიდან 7 ივნისის საღამოს 16:00 საათამდე ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ.
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:
- არაგვისპირელს;
- ტყაბლაძეს;
- ერევნის ქუჩას და მის II შესახვევს;
- ბაზაძეს;
- 26 მაისის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
- მიზანდარს;
- რიონჰესს;
- თომაშვილს;
- ოსტროვსკის;
- ტყიბულის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
- ვასაძეს;
- კლდიაშვილის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
- თბილისს;
- კოსტავას;
- სოლომონ მეორეს;
- ევდოშვილის ქუჩას შესახვევებით;
- შანიძის აღმართს;
- აღმაშენებლის გამზირს №1, 3, 5, 2, 4, 6, 8, 10-ს;
- წყალწითელას დასახლებას;
- მანდარიას;
- კუპრაძეს;
- სადგურს;
- მკურნალს;
- ნაზარიშვილს;
- სოლომონ I-ს;
- ტიციან ტაბიძეს;
- წმინდა სამების ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
- ხახანაშვილის №44, 42, 40-ს;
- თამარ მეფის ქუჩას №1-დან №95-ის ჩათვლით;
- გოგებაშვილს.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 7 ივნისის საღამოს 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.