ხორავას ქუჩის საქმე

სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩის საქმის კომისიაზე გამოსაკითხ პირთა სია წარადგინა

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოსაკითხთა სია წარადგინა.

გამოსაკითხთა სია:

ზაზა სარალიძე, ნესტან ლონდარიძე-ზაზა სარალიძის ადვოკატი, დავით დადუნაშვილი (ერთერთი გარდაცვლილის ლევან დადუნაშვილის მამა), ხათუნა მაღლაკელიძე-დადუნაშვილების ოჯახის წარმომადგენელი, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, ასევე საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შს სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე, გამომძიებლები - ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, მირიან ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები - ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, ექსპერტები - სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

კაპანაძის თქმით, ეს არასრული სიაა და შეიძლება შემდგომში ამ სიას სხვა პირებიც დაემატონ.

დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმუშავებს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 6 ივნისს დაამტკიცა.

აღნიშნულ საქმეზე კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. 

კომენტარები