დონალდ ტრამპი

ტრამპი: ევროპის დასაცავად აშშ მილიარდებს ხარჯავს, ევროპა კი რუსეთს მილიარდებს უხდის

აშშ-ში, კერძოდ კი, მონტანაში დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, სადაც ამერიკა- ევროპის ურთიერთობასა და რუსეთზეც ილაპარაკა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

"რუსეთისგან ევროპის დასაცავად აშშ მილიარდებს ხარჯავს, ევროპა კი ნავთობსა და გაზში რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის"- აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა. 

ტრამპის თქმით, აშშ „სულელივით“ ყველაფრისთვის იხდის მაშინ, როდესაც ევროპის მდიდარი ქვეყნები თავიანთი თავდაცვისთვის საკმარის თანხას არ ხარჯავენ.

„ჩვენ თქვენ გიცავთ და ეს უფრო მეტს ნიშნავს თქვენთვის, რადგან არ ვიცი, რა სახის დაცვას ვიღებთ თქვენი დაცვით“,- თქვა მან. 

დონალდ ტრამპმა ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია დაბალი თავდაცვითი ხარჯებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს. ჩვენ დაახლოებით 70-90% ვიხდით, რათა ევროპა დავიცვათ და ეს ნორმალურია“,- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის კრიტიკას გერმანიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

ჰაიკო მაასის თქმით, ბერლინი ნატოს უსაფრთხოებისთვის საკმარის კონტრიბუციას ახდენს და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსების გამოყოფას აპირებს.

კომენტარები