დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

ბედოიძე: მოზარდები ნამდვილად გამოიკითხნენ, ზოგ შემთხვევაში ოქმი არ შეგვიდგენია

თბილისის პოლიციის უფროსის შალვა ბედოიძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოკითხულ ზოგიერთ პირზე, მათ შორის მოზარდებსა და თვითმხილველებზე ოქმი ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი შედგენილი არ არის. ბედოიძის თქმით, ზოგიერთი მათგანი გამოკითხულია პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და ამ შემთხვევაში პოლიციელს ოქმის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება არ ჰქონდა. მისივე თქმით, იმას, რომ კონკრეტული პირების გამოკითხვა ნამდვილად მოხდა მხოლოდ მისი ნათქვამი ადასტურებს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ამის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. ბედოიძეს ამის შესახებ კითხვებს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე უსვამდა. 

ბედოიძე: რომელმა გამომძიებლებმა გამოკითხეს ოპერატიულად არასრულწლოვნები და თვითმხილველები?

საქმეში მონაწილე ყველა პირი ვინც ახორციელებდა საგამოძიებო მოქმედებას შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ, ასევე ოპერატიულ თანამშრომელებს.

აბესაძე: ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ არ უსარგებლია ამ უფლებით ვინ ისარგებლა?

ბედოიძე: შესაძლოა ბატონმა ირაკლიმ არ ისარგებლა თუმცა აღნიშნული მოქმედებები რომ ჩატარებულია ამას ცხადყოფს ფაქტი, რომ მოხდა, დავადასტურეთ წინაზეც, რომ გამოკითხულებია არიან.

აბესაძე: ჩვენ როგორ გვიდასტურებთ ამას. რომ გამოკითხულები არიან?

ბედოიძე: მოგახსენეთ და გაგეცით პასუხი.

აბესაძე: თქვენს მოხსენებას უნდა ვენდოთ?

ბედოიძე: პოლიციის შესახებ მე-19 მუხლის მიხედვით, პოლიციელს შეუძლია მოახდინოს გასაუბრება და გამოკითხვა იმ პირის, რომლებსაც შეიძლება გააჩნდეთ რამე ინფორმაცია, იქ არანაირი ვალდებულება იმისა, რომ რამე დოკუმენტი შევადგინოთ და თქვენ წარმოგიდგინოთ, რომ დაგვიჯეროთ არ არსებობს. სწორედ ეს კანონი იქნა გამოყენებული და პოლიციელები სარგებლობდნენ პოლიციის შესახებ კანონით.

აბესაძე: თქვენ ეს ადამიანები, რომ გამოკითხეთ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ შეგიდგენიათ?

ბედოიძე: კანონით ვალდებულება არ გვაქვს, სადაც შევადგინეთ ეს დოკუმენტები ინახება საქმის მასალებში.

აბესაძე: კონკრეტულად გეკითხებით, არასრულწლოვნები ვინც გამოკითხეთ ოპერატიულად, მათი გამოკითხვის შესახება არანარიი წერილობითი დოკუმენტი შედგენილი არ არის?

ბედოიძე: კანონი გვაძლევს ამის საშულებას, რომ გამოვკითხოთ პირები და არ იქნეს შედგენილი რაიმე დოკუმენტი.

აბესაძე: ანუ არ არის შედგენილი? გასაგებია, რომ კანონი გაძლევთ საშუალებას, მაგრამ შესაძლოა მაინც ჩაინიშნოთ

ბედოიძე: როდესაც მიმდინარეობდა ოპერატიული გამოკითხვა განხორციელდა ზეპირი გასაუბრებები

აბესაძე: ჩანაწერი არსებობს თუ არა?

ბედოიძე: რაიმე ოქმი სავალდებულო არ არის

სერგი კაპანაძე: არსებობს თუ არ არსებობს, არ გეუბნებით რომ კანონი დაარღვიეთ.

ბედოიძე: ინდივიდუალურად ვისთან როგორ განხორციელდა ჯობია კითხოთ ინვიდუალურ თანამშრომლებს, მე მოგახსენეთ წესები. როგორც მოგეხსენებათ გამოკითხვები მიმდინარეობდა ზოგ შემთხვევაში ქუჩაში, ზოგ შემთხვევაში პოლიციის დანაყოფებში, შესაბამისად გამოკითხვის ოქმები არ არის შედეგნილი, იმ ნაწილში სადაც კანონი გავძლევდა საშუალებას. ინდივიდუალურად თუ არის ჩანაწერი, იმ თანამშრომელს უნდა ვკითხოთ ვინც მოახდინა გასაუბრება.

აბესაძე: იგივე ფორმატით გამოიკითხნენ თვითმხილველები?

აბესაძე: ადამიანი თუ შეხედავს რომ 14 დეკემბრიდან იწყებთ საქმის ფიგურანტების რაღაც ნაწილის დაკითხვას, 16 დეკემბრიდან იწყებთ თითმხილველების დაკითხვას, არ ათვალიერებთ მანამდე ტელეფონებს, ჩათვლის, რომ მანამდე არაფერს აკეთებდით, თქვენ ჩვენ გვპასუხობთ, რომ აკეთებდით ამ ყველაფერს ოპერატიულად, შემდეგ ამ ოპერატიულ ინფორმაციას დააყრდენით თქვენი საგამოძიებო ტაქტიკა და განსაზღვრეთ დროები, ვინ როდის ჯობდა, რომ დაკითხულიყო. ამიტომ გეკითხებით ამ დეტალებს. თვითმხილველებიც გამოიკითხნენ, პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და იქაც შეიძლება არ იყოს შედგენილი თუნდაც პატაკი?

ფიფია: ზუსტად მე-19 მუხლში წერია შესაბამისი წესები

აბესაძე: ხორავას 4 ნომერში მცხოვრები ადამიანები გამოკითხეთ მე-19 მუხლის შესაბამისად და შესაძლებელია არ იყოს შესაბამისი ჩანაწერი? ხორავას 26 ნომერსი სადაც ორ სამ წუთში ჩხუბის შემდეგ პირდაპირ შედიან აღელვებბული ახალგაზრდები იბანენ სისხლიან თავ-პირს, რეცხავენ დანას და სისხლიან ტანსაცმელს , დადასტურებული ჩვენებებით უკვე საუბრობენ მომხდარის შესახებ, არცერთი მოწმის დაკითხვის ოქმი არ არის, იქაც მივიღეთ პასუხი, რომ ოპერატიულად ვიმუშავეთო. ხორავას 4-სი და 26-ში მაცხოვრებელი ადამიანები, რომელბსაც შეეძლოთ ძალიან ფასეული ინფორმაცია მიეწოდებინათ გამომძიელბლებისათვის პირველივე დღეებში თქვენ გამოკითხეთ ოპერატიულად პოლიციის მე-19 მუხლის შესაბამისად?

ფიფია: ჩვენ მიერ გამოკითხული იქნა ხორავას მათ შორის ხორავას 4-ში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები და თუ ვინმესგან იქნა მიღებული ღირებული ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის იქნებოდა საინტერესო, ყველა ის პირი იქნა დაკითხული და შესაბამისად ოქმი შედგენილი იმის შესახებ, რომ ჩვენთვის და გამოძიებისთვვის რამე ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდა.

აბესაძე: გამოკითხვა რომელი კანონის შესაბამისად ჩატარდა?

ბედოიძე: პოლიციის შესახებ მე-19 მუხლის

აბესაძე: ეს კანონი ამის საშუალებას არ გაძლევთ, ხოლო ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით, აუცილებელია პირის გამოკითხვას მოსდევდეს პატაკის შედგენა, თითოეული გამოკითხვის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს აღწერილი მათ შორის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, რადგან შემდგომ კი არ ვივარაუდოთ და ვიმარჩიელოთ ბატონ შალვას რა უთხრა გამომძიებელმა, არამედ უნდა არსებობდეს დოკუმენტი სადაც იქნება აღწერილი რა ინფორმაცია მიიღეს. თუ ოპერატიულად განახორციელეთ ამ პირების გამოკითხვა გვეუბნებით, რომ პატაკები არ შეადგინეთ, და გამოკითხეთ პოლიციის კანონის შესაბამისად, რომელიც პირდაპირ ამის საშუალებას არ გაძლევთ.

ბედოიძე: პოლიციის კანონის შესახებ მეორე ნაწილში წერია, რომ პოლიცია უფლებამოსილია გამოკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მას აქვს გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაცია. კონკრეტულად რომელი ღონისძებით რა ინფორმაცია იქნა მიღებული ეს არის საიდუმლოების ნაწილი დაცულია კანონით და მე ვერ მოგახსენებთ.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლების გარდა, უნდა დაკითხონ 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე, ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია და 1-ლი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე. 

კომენტარები