უბედური შემთხვევა

ინდოეთში სტუდენტი საცდელი ევაკუაციის დროს გარდაიცვალა [video]

BBC

ინდოეთში სტუდენტი საცდელი ევაკუაციის დროს გარდაიცვალა.

პოლიციის თქმით, 19 წლის სტუდენტი კოლეჯში უსაფრთხოების წვრთნის დროს სახურავიდან ჩამოვარდა. მას გადმოხტომის ეშინოდა, მაგრამ ინსტრუქტორმა ხელი ჰკრა, რის შედეგადაც გოგონამ ბალანსი დაკარგა და სამაშველო ლეიბმა ვერ დაიჭირა.

უბედური შემთხვევის შემდეგ სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

პოლიციამ ინსტრუქტორი დააკავა.

კომენტარები