ძალადობა

თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს

facebook.com/nino.moses

თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს სცემეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, "გამოკითხვაზე დაბარებულია ორივე მხარე და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები".

კომენტარები