ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი ფარდულის დანგრევაზე: ბანკში რომ მკვლელობა მოხდეს, რამდენ ხანს უნდა იყოს დალუქული?

ამ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი, მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ, რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. თუ მაინც და მაინც ვინმეს სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, ყველას აქვს საშუალება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. რაც ეხება მტკიცებულებებს, იქ იყო სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება, დაცვის მხარე ამ ფორმით არ დაობს, მსგავსი პრეტენზიას ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მას უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჰკითხა, ევალებოდათ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს ფარდულის დაცვა.

კომენტარები