მიხეილ ხუბუტია

მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მას თავის არეში ნატყვიარი ჰქონდა

primetimenews.ge

"რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარის, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვის ცენტრში, მის ბინაში მკვდარი იპოვეს. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხუბუტიას ცხედარის მიმდებარედ იარაღიც იპოვეს, არსებული ინფორმაციით შემთხვევის დროს ბინა შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

Interfax-ის ცნობით, პირველადი მოკვლევა იმის დასადგენად იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა უკვე დაიწყო. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლოზ ხუბუტია ბოლო პერიოდში სტრესში იყო.

Ren.tv-ის ცნობით, მიხეილ ხუბუტია შემთხვევის დროს უმცროს შვილთან ერთად სენ-ტროპეზე იმყოფებოდა.

მიხეილ ხუბუტია პუტინის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერია. ის 2007 წლიდან "რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარეა", ორგანიზაცია სრულად რუსული გავლენის იარაღს წამოადგენს. ხუბუტიამ რუსეთში ქონება 1990-იან წლებში დააგროვა. მას იარაღის მაღაზიები ეკუთვნის, ასევე არის დირექტორის მოადგილე მსხვილ სავაჭრო ცენტრში Гостиный двор-ში. ხუბუტია არის მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეგობარი და იოსებ კობზონის ბიზნესპარტნიორი. 

 

კომენტარები