ძალადობა

გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

საქართველოს სასამართლოები

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ვალეში ი.ა-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ-სთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში სქესობრივი კავშირი დაამყარა. 

სამართალდამცველებმა ი.ა იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ვალეში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ი.ა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები