პარიზის გარეუბანში, ვერსალთან ახლოს დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა.
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი პავილიონში იმყოფებოდა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. სპეცოპერაციის დროს ის მოკლეს.
სააგენტო reuters- ის ინფორმაციით, მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო.