პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთის დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძარი პარიზის მე-16-ე ადმინისტრაციულ ოლქში, ერლანჟის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში გვიან ღამე გაჩნდა.
ადგილზე 200მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია.