ერაყი

ერაყში აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. 

დაღუპულებს შორის ოთხი სამხედრო მოსამსახურეა, სამი კი მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ავტომობილში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სასაზღვრო – გამშვებ პუნქტთან ახლოს აამოქმედა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები