საყოველთაო ინტერნეტიზაცია

რეგიონების საჯარო სკოლებს უკაბელო ინტერნეტი ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

რეგიონების საჯარო სკოლებს უკაბელო ინტერნეტი ექნებათ, ეს საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს წარუდგინა.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შეისყიდოს" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე უკაბელო ინტერნეტს 69 საჯარო სკოლაში გაიყვანენ, რომელთა უმეტესობა რეგიონების, კერძოდ - ახალციხის, სამტრედიის, ფოთის, მარტვილის, საჩხერის, ცაგერის, წყალტუბოს, თიანეთი, ადიგენი, ბოლნისი, ახმეტის, ყაზბეგის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხარაგაულის, ოზურგეთის და ა.შ. სკოლებია.

პროექტისთვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა, სავარაუდოდ, 1 740 000 ლარი იქნება.

კომენტარები