ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე კობახიძეს: ჩემი შვილი რახან მკვდარია, მისი უფლებები აღარ არსებობს?

დიდი მადლობა მინდა კომისიის მსვლელობას გადავუხადო, რომ საქართველოს მოსახლეობას კარგად დაანახა კომისიის მსვლელობამ, ვინ იყო დამნაშავე, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ დააფარა ხელი დანაშაულს და ვინ გააყალბა ეს ყველაფერი. და დღეს გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ამბობენ, თითქოს ზაზა სარალიძე არ ითხოვს შვილის მკვლელის დასჯას. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჩემი შვილის მკვლელი არ არსებობს. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და - ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთო. ჩემი შვილი რახან მკვდარია, უფლებები აღარ არსებობს მისი თუ როგორ არის მაგათი საქმე?

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კომენტარები