ვინც ამბობს, რომ მარიხუანა კუბდარს უხდება სვანური სამზარეულოს შესახებ არაფერი არ იცის. მე ეს მომისმენია ზურა ჯაფარიძისგან, კობა სუბელიანისგან ადრე. ეს ასე არ არის. თუმცა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ხაჭაპურში, ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი, როგორიც არის სვანეთში გავრცელებული ფეტვიანი ხაჭაპური, ისე ვთქვათ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩემს ახალგაზრდობაში ჩვეულებრივად მზადდებოდა ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური. ისევე როგორც ნებისმიერი გასვენების აუცილებელი ინგრედიენტი იყო ფხალი, რომელიც მზადდებოდა კანაფის თესლისგან. ცხადია, მანდ არცერთ კულტურაში ნარკოტიკის შემცველობა იყო ნულოვანი, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ იქ არ რჩება არაფერი.
tbl.ge/34ea
დაკოპირდა
ამის შესახებ რეგიონის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა TV პირველის ეთერში თქვა.
ამავე თემაზე
- პოლიციამ ხარაგაულში ერთერთი სახლიდან 57 ძირი კანაფი ამოიღო და ერთი პირი დააკავა
- ვარაუდობენ, რომ კანაფის ლეგალური ბაზარი 2018-2023 წლებში წლიურად 23.97%-ით გაიზრდება
- რუსეთში სამედიცინო მიზნით კანაფისა და სხვა ნარკოტიკული მცენარეების მოყვანა ლეგალური ხდება
- სუბარი: ჩემს ბავშვობაში სვანეთში ოჯახი არ იყო, სადაც კანაფი არ ჰქონდათ დათესილი
- სუბარი: მოთხოვნა კანაფისგან დამზადებულ წამლებზე მაღალია, საქართველოში გამოიყენება ველურად