ხორავას ქუჩის საქმე

კობახიძე: კომისიამ ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, ჩნდება ეჭვი, რომ გამოძიება მართალი იყო

პრეტენზია, მათ შორის ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდან, უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ გახსნეს საქმე ბოლომდე და ვერ დაადგინეს ბოლომდე ჭეშმარიტება, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დათო სარალიძეს. აქედან გამომდინარე კომისიამ დაისახა ამოცანად - ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა, ყველამ ერთად ვიხილეთ სამი თვის თავზე, რომ კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა. ეს აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა, შსს, იყო მართალი. საუბარია იმაზე, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი და საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და მითუმეტეს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის, რა თქმა უნდა, ზედმეტი და ეს არის მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე.

კომენტარები